შემოგვიერთდით Facebook - ზე
04.06.2013

შემოგვიერთდით Facebook - ზე

 

C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების ოფისში ტარდება უფასო ტრენინგები, რომლის მიზანია, დაეხმაროს C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს  და მათი  ოჯახის წევრებს, რათა შეეგუონ ახალ რეალობას და შეაფერხონ დაავადების პროგრესირება.

ტრენინგებზე კონკრეტულ რჩევებს მიიღებთ: თუ როგორ შეიძლება დაავადების მართვა, როგორი დიეტის დაცვაა სასურველი,   როგორ დაიცვათ ახლობლები ინფიცირებისაგან და ა.შ.

 

 

ტრენინგებს ჩაატარებს  ირაკლი იმნაიშვილი, C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების დამფუძნებელი.  

ის  6 წელია ებრძვის C ჰეპატიტს. 2006 წელს მისმა პირველმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მან დაავადების პროგრესირების შეფერხება ცხოვრების წესის შეცვლით და დიეტით მოახერხა, რაშიც ბრიტანეთის C ჰეპატიტის პაციენტთა ორგანიზაციის   მიერ მოწყობილი ტრეინინგები  დაეხმარა.  

ბრიტანეთში შემუშავებული ტრეინინგები  ქართული რეალობისათვის იქნა ადაპტირებული. 

 

ვის შეუძლია ტრეინინგებზე დასწრება? 

 

ტრეინინგებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც C ჰეპატიტი რაიმე ფორმით შეეხო. ტრეინინგის მეთოდოლოგია გათვლილია რამდენიმე კატეგორიის აუდიტორიაზე:

(1) პირველი შოკი - ვინც ახლა შეიტყო დიაგნოზის შესახებ;

(2) მკურნალობის დაწყებამდე - სასარგებლო რჩევები მათთვის, ვინც ინტერფერონ თერაპიის კურსს იწყებს;

(3) მკურნალობა და გვერდითი მოვლენები -  როგორ ვმართოთ მკურნალობის გვერდითი მოვლენები;

(4) მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო -  რა ხდება მაშინ, თუ თერაპიას შედეგი არ მოაქვს;

(5) ცხოვრება C დიაგნოზით - როგორ ვმართოთ დაავადება და შევანელოთ მისი პროგრესირება.

 

ყურადღება!!!

ტრეინინგები არ შეიძლება ჩაითვალოს ექიმთან სამედიცინო კონსულტაციის ალტერნატივად. C ჰეპატიტის მართვა, მონიტორინგი და მკურნალობა აუცილებლად  ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.  

 

ტრეინინგზე დასაწრებად საჭიროა დარეკოთ  C ჰეპატიტის საინფორმაციო ხაზზე 2 904 400 ან  მოგვწეროთ იმეილი.